მოვაჭრე: შპს “ციფრული ზრდის აკადემია”
საიდენტიფიკაციო კოდი: 400468098
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, გლდანის რაიონი, გლდანის მასივი,
VI მიკრო/რაიონი, კორპუსი 17, ბინა 82
ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, გლდანის რაიონი, გლდანის მასივი,
VI მიკრო/რაიონი, კორპუსი 17, ბინა 82
ელ-ფოსტა: contact@digitalmindset.academy
ტელეფონი: +995 32 211 41 10
კანონისმიერი გარანტია
მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.
-
მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
-
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
ა) მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს;
ბ) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება;
გ) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
-
დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.
-
თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
-
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მისთვის მინიჭებული უფლებებით, მომსახურების გაწევიდან 2 წლის განმავლობაში.



