წესები, პირობები და მონაცემთა დაცვა
შპს "ციფრული აზროვნებისა და განვითარების აკადემია" ს/კ 400380093
1. შესავალი
1. წინამდებარე ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს ურთიერთობას საგანმანათლებლო პროგრამა ციფრული აზროვნებისა და განვითარების აკადემიასა (შემდგომში „პორტალი“/ „მიმწოდებელი“) და მის მომხმარებელს (შემდგომში “მომხმარებელი”) შორის (კოლექტიურად „მხარეები“).
1.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნების თავისუფლების საფუძველზე, უარი განაცხადოს წარმოდგენილ წესებსა და პირობებზე, რაც ნიშნავს პორტალის მომსახურებით სარგებლობაზე უარის თქმას.
1.2.1 მომხმარებელის ინფორმაცია დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მომხმარებელმა წერილობით უნდა დააფიქსიროს მეილზე contact@smmflow.pro რომ სურს თავისი ანგარიშის გაუქმება, რის შემდეგაც 24 საათის მანძილზე სრულად გაუქმდება მომხმარებლის ანგრიში პორტალზე და პერმანენტულად წაიშლება მომხმარებელთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია.
1.3. წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, ხოლო მიმწოდებელი მას გადასცემს შეთანხმებულ პროდუქციას შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ.
2. რეგისტრაცია
2.1. მომხმარებელი პორტალზე რეგისტრაციითა და შესაბამისი ველების შევსებით გამოთქვამს თანხმობას, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია მიიღოს და კანონის შესაბამისად დაამუშავოს მიმწოდებელმა.
2.2. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის საქართველოს კანმდებლობის შესაბამისად სრულწლოვანი.
2.3. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლის ანგარიშში დააფიქსიროს პირადი ინფორმაცია.
2.3.1. წინამდებარე მონაცემების შევსებით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის გამოთქმით, მომხმარებელი გამოთქვამს თანხმობას, მიმწოდებელმა მის მიერ მითითებული საკონტაქტო საშუალებები გამოიყენოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და გაუგზავნოს სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები;
2.3.2. მომხმარებელი ვალდებულია ანგარიშში მიუთითოს სწორი პირადი ინფორმაცია. არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;
2.4. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გადასცენ მესამე პირებს ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნდა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში.
2.4.1 მომხმარებელი მიმწოდებელს აწვდის შემდეგი სახის ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართ, ტელეფონის ნომერს.
2.5. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად.
2.6 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე; მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება; უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება; ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა. თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება გამოგზავნოთ მისამართზე contact@smmflow.pro ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე +995 32 211 41 10 ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა გზით დააფიქსიროთ განცხადება.
3. შეკვეთის განხორციელება და თანხის დაბრუნების (Refund) პოლიტიკა
3.1. მომხმარებელი ვებგვერდზე ნახულობს პროგრამას და გამოხატავს მისი შესყიდვის ნებას. ვებგვერდზე წარმოდგენილია ორი კატეგორიის ციფრული პროდუქტი:
ა) ძირითადი/სრული კურსები – კომპლექსური სასწავლო პროგრამები.
ბ) მინი-კურსები / ავტომატიზებული ციფრული პროდუქტები – დაბალფასიანი პროდუქტები მყისიერი წვდომით.
3.2. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა პროდუქცია შეიძინოს ვებსაიტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით (მიმოწერა ინახება პორტალის მიერ).
3.3. ძირითადი/სრული კურსების შეძენისას: მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მიმწოდებლისგან პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება (Refund). თანხის დაბრუნების კონკრეტული ვადები და პირობები რეგულირდება უშუალოდ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ინდივიდუალური/ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე.
3.4. მინი-კურსების შეძენისას: მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ამ კატეგორიის პროგრამის შეძენით იგი დაუყოვნებლივ იღებს სრულ წვდომას ციფრულ კონტენტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროდუქტის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეძენილი მინი-კურსის გაუქმება და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება არ არის შესაძლებელი.
3.5. მომხმარებლის მიერ სასწავლო პროგრამის (ძირითადი კურსის) ჯავშნისთვის (დეპოზიტისთვის) გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
4. მიწოდება
4.1. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისა და ღირებულების გადახდის შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს მომხმარებელს შესაბამისი პროდუქცია პორტალზე დაშვების გზით.
4.2. მიწოდების ვადები განსხვავდება პროდუქტის კატეგორიის მიხედვით:
4.2.1. მინი-კურსებზე წვდომა მომხმარებელს ეძლევა ავტომატურ რეჟიმში, შეძენისთანავე.
4.2.2. ძირითად კურსებზე პროდუქციის მიწოდება (პლატფორმაზე დაშვება) ხდება შეკვეთიდან მაქსიმუმ 1 სამუშაო დღეში ან მხარეთა შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად.
5. გადახდა
5.1. პროდუქციის შესყიდვაზე ნების გამოხატვის შემდეგ მომხმარებელი იხდის პროდუქციის საფასურს, რომელიც მითითებული არის ვებგვერდზე.
5.2. ანგარიშსწორება ხორციელდება, მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეკვეთისას მის მიერ შერჩეული ერთ-ერთი მეთოდით:
5.2.1. ონლაინ, უნაღდო ანგარიშსწორებით, ერთიანი გადახდით,განვადებით, რომელიც ხორციელდება ვებგვერდის მეშვეობით;
5.2.1.1. უნაღდო ანგარიშსწორების ვალდებულება შესრულებულად ითვლება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის აღრიცხვის მომენტიდან.
5.2.2. ონლაინ, უნაღდო ანგარიშსწორებით, ერთიანი გადახდით, რომელიც ხორციელდება საბანკო გადარიცხვით;
5.2.1.1. საბანკო გადარიცხვის ვალდებულება შესრულებულად ითვლება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის აღრიცხვის მომენტიდან.
5.3. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას მომხმარებლის ანგარიშის მეშვეობით, იგი გადახდის მეთოდს აფიქსირებს ვებგვერდზე.
6. მომხმარებლის პრეტენზიები
6.1. იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდებული პროდუქცია არსებითად განსხვავდება პორტალზე მოცემული აღწერისგან, ან მომხმარებელს ტექნიკური მიზეზების გამო არ ეძლევა პლატფორმაზე დაშვება, მიმწოდებელი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.
6.2. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციაზე წვდომის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში შეამოწმოს ტექნიკური გამართულობა. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს ელ-ფოსტის (contact@digitalmindset.academy) ან პორტალის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
6.3. მიმწოდებელი ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მიიღოს ზომები ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
6.4. თანხის დაბრუნების (Refund) მოთხოვნა განიხილება მხოლოდ 3.3 პუნქტის (ძირითადი კურსები) და ინდივიდუალური ხელშეკრულების ფარგლებში. სხვა შემთხვევაში (მათ შორის მინი-კურსებზე), მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი დააბრუნოს მიღებული პროდუქცია.
7. საავტორო უფლებები
7.1. ვებგვერდზე განთავსებულ ნებისმიერ მასალაზე, მათ შორის ვიზუალურ თუ აუდიო მასალაზე, ფოტოზე, ვიდეოზე და ა.შ. საავტორო უფლებები ეკუთვნის მიმწოდებელს. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს, გაავრცელოს, ან ისარგებლოს მითითებული მასალით მიმწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ან სხვა რაიმე ფორმით დაარღვიოს მიმწოდებლის საავტორო უფლებები.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
8.1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ამ ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
8.2. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოწვეული არის დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ფორს-მაჟორი) ან ისეთი გარემოებით, რომლის გათვალისწინება და აღკვეთა მხარეების ძალებს აღემატებოდა;
8.2.1. ხელშეკრულების მიზნებისთვის პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელ გარემოებებად ჩაითვლება, სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, სამხედრო მოქმედებები, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია;
8.2.2. ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ფროსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
9. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ სათანადო წესით, ელექტრონული გზით, მასზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია:
9.2.1. მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნებისმიერ დროს;
9.2.2. მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში, თუკი მეორე მხარის მიერ დანიშნული დამატებითი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგაც არ ასრულებს ვალდებულებას ჯეროვნად;
9.2.3. ამ ხელშეკრულებით და/ან კანონმდებლობით გათვალიწინებულ შემთხვევებში.
10. პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება
10.1 პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფინდენციალური პოლიტიკის შესაბამისად.
10.2 წინამდებარე ინფორმაცია ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით ციფრული აზროვნებისა და განვითარების აკადემიის არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ციფრული აზროვნებისა და განვითარების აკადემია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.
ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც ციფრული აზროვნებისა და განვითარების აკადემია მოიპოვებს თქვენ შესახებ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
10.3 პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა
- 10.3.1 ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- 10.3.2 არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
- 10.3.3 ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;
- 10.4 პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან. ციფრული აზროვნებისა და განვითარების აკადემიას აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სმ მფლოუს მიერ ინფორმაციის დამუშავებისას გათვალისწინებულია თქვენი ინტერესები.
- 10.5 ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციასა („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.
- 10.6 ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალს მიუწვდება ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შერჩეული კურსის/მომსახურების ყიდვის დროს შეგყავთ საკრედიტო ბარათის მონაცემები, ჩვენთვის თქვენ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება. თქვენი საკრედიტო ბარათის დამუშავება ჩვენი პარტნიორი ბანკის უფლებამოსილებაა. სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
11. დავების გადაწყვეტის წესი
11.1. ნებისმიერი დავა, რაც წარმოიშვება ამ ხელშეკრულებიდან ან ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, მათ შორის ნებისმიერი კითხვა მისი არსებობის, კანონიერების, განმარტების, აღსრულების, დარღვევის ან შეწყვეტის შესახებ უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით;
11.2. თუ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს ან თუ მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, მხარეთა შორის ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაეცემა სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
12. ზოგადი დებულებები
12.1. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს ამ ხელშეკრულების დანარჩენი მუხლების ნამდვილობაზე, თუ ხელშეკრულება დაიდებოდა ბათილი პირობის გარეშეც.
12.2. ნებისმიერი საკითხი, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
12.3. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია უნდა წარიმართოს წერილობით ამ ხელშეკრულების რეკვიზიტებსა და მომხმარებლის ანგარიშში მითითებულ საკომუნიკაციო საშუალებებზე შეტყობინების გაგზავნის ან ნებისმიერი სხვა ფორმით, თუ იგი იძლევა საშუალებას ადრესატის მიერ შეტყობინების მიღების დამტკიცებისა.



